"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხვალ, 7 მარტს, 14:30 საათზე, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, სამგორის მოსახლეობას შეხვდებიან. ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანი სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა.
ოპოზიციის ლიდერების განცხადებების თანახმად, ლოკალური აქციები და მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
ნიკა მელიას სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს თბილისში. ვაზისუბნის დასახლებაში შეკრებილებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და საქმოქალაქო აქტივისტები შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ვადამდელი არჩევნები და არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზები იყო.
მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმრის ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების მთავარი პირობაა.
ცნობისთვის, ნიკა მელია ენმ-ს ოფისზე შტურმის შედეგად, 23 თებერვალს, გამთენიას დაიჭირეს.
ამავე თემაზე: