10 თვე უკრაინაში ელჩის გარეშე - რატომ დაყოვნდა თეიმურაზ შარაშენიძე საქართველოში?

გამოქვეყნდა:

ზუსტად 10 თვეა, საქართველოს ელჩი უკრაინაში, უკან, თბილისშია გამოწვეული. 10 თვეა ჩვენს სტრატეგიულ პარნტიორ სახელმწიფოში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა არასულფასოვნად ფუნქციონირებს. არადა სწორედ უკრაინაა მთავარი გასაღები როგორც შავი ზღვის რეგიონისა, ასევე საკვანძო ფაქტორია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

საქართველოს მსგავსად უკრაინაც დღეს რუსეთის მხრიდან განიცდის სამხედრო ანექსიას და ოკუპაციას. წესით უკრაინასთან ერთად უნდა ვმუშაობდეთ, რომ ყველას გავაგებინოთ პუტინის სამხედრო აგრესიის შესახებ და მეგობრებს დასახმარებლად ერთად უნდა ვეძახდეთ. მაგრამ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გრძელვადიან სტარტეგიებაზე წინ ისევ იაფფასიანი პოლიტიკური ანგარიშსწორება დააყენა.

ცნობისთვის, ელჩი გამოიწვიეს იმის გამო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მთავარ რეფორომატორად დანიშნა. 

შოთა კიკნაძის რეპორტაჟი: "ათი თვე ელჩის გარეშე". 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი