Facebook-მომხმარებელი სალომე ჭანტურია მისი ოჯახის წევრისა და ბერა ივანიშვილის "ისტორიას" იხსენებს. ეს კომენტარი მან თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მანანა თოქმაჯიშვილის პოსტზე დაწერა.
იხსენებს, რომ მისი ნათესავი ბიჭი ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს..
მგონი ხუმრობთ. არასოდეს არსად არ მითქვამს მაგრამ აქ დავწერ ერთ-ერთ ჩემს ძალიან ახლო ოჯახის წევრს გადახდა ბერასთან მსგავსი ისტორია მაგრამ სამართლებრივად ვერავინ ვერაფერს ვერ გახდა და ძალიან მიხარია ამის მტკიცებულებები რომ არსებობს და გასაჯაროვდა. ის ბიჭი კიდე ტყეში წაიყვანეს, სცემეს, ორმოში ჩააგდეს და მთელი ღამე იქ დატოვეს. და დიახ მაგ ბიჭზეა საუბარი და ზოგადად მთავრობაზე რომელიც წინა მთავრობას ჩემი აზრით არაფრით ჩამოუვარდება და ყველაზე მეტად ვნანობ რომ ცოტა წვლილი მეც მიმიძღვის ამაში, - წერს სალომე ჭანტურია.
სალომე ჭანტურიას ეს კომენტარი მანანა თოქმაჯიშვილის პოსტზე მას შემდეგ გაქრა, რაც ნიკა გვარამიამ ის საკუთარ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" წაიკითხა.
ამავე თემაზე: