"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი" - აქცია-მსვლელობა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 3 თვეა კარვებში ღამეს ათევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ აქცია-მსვლელობას გამართავენ, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება.

აქტივისტები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"დღეს ჩვენ ავალთ ბიძინა ივანიშვილის შუშის კოლბასთან. ამ ბოროტების შემქმნელი არის ეს კაცი, ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი. ჩვენი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება, ეს არის ვადამდელი არჩევნები, მაგრამ სანამ ამ მოთხოვნას მივიღებთ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამ ძალადობის და ამ საშინელებების ერთერთი ავტორია", -თქვა ვანო მაღალაშვილმა.

 

გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი