გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ვადამდელ არჩენვებს და პოლიტიკური
პარიმრების გათავისუფლებას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან აღარ უნდა იჯდეს.
"მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, იქნება რთული, მაგრამ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რომ ღარიბაშვილი აღარ უნდა იჯდეს, ეს ყველასთვის ნათელია.
ჩვენი მოთხოვნები არის ძალაში, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ სასწრაფოდ და თუ მოლაპარაკებები დაიწყება ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ამ კრიზისული ვითარებიდან, ოღონდ ვადამდელი არჩევნები უნდა იყოს ძალიან სწრაფად",-თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
ამავე თემაზე:
შეაგინე ბერას - სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა