"ტვ პირველის" მიერ ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერების შემდეგ, პოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის გადადგომას ითხოვს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, გუშინდელმა აუდიოჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქვეყანას მინისტრები არ ჰყავს და ისინი მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მოწოდებებს ასრულებენ.
"ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიემინისტრი, მინისტრები ამ ქვეყანაში არ გვყავს. ჩვენ გვყავს ხელის ბიჭები, რომლებიც ფსიქიურად შერყეული ადამიანების პირდაპირ მოწოდებებს ასრულებენ.
ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ მეტ-ნაკლებად ნორმალურ ქვეყანაში, მთელი მინისტრთა კაბინეტი, თავის პრემიერმინისტრიანად სულ მცირე გადადგებოდა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არაადეკვატურ ხალხთან გვაქვს საქმე. არაადეკვატური და არაჯანსაღი ოჯახი მართავს მთელ საქართველოს და მათი ხელის ბიჭები",-თქვა ჩიხლაძემ.
გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
ამავე თემაზე:
შეაგინე ბერას - სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა