
ივანიშვილის სახლთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ მათ კედელზე წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცეს.
"ბერა, შენი დედაც; ბერა, შე ფარჩაკო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები
სამართალდამცველები აქტივისტებს ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელთან მისვლის საშუალებაც არ მისცეს.
აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან პარლამენტიდან მივიდნენ.ისინი მოითხოვენ: ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გატავისუფლებას.
გუშინ, 6 მარტს, "ტვ პირველის" ეთერში აუდიჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეებზე ძალადობას გეგმავენ.
ამავე თემაზე:
შეაგინე ბერას - სოციალურ ქსელში, კანცელარიასთან, მორიგი აქცია დაიგეგმა