მიგვაჩნია, რომ ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს - უგულავა

გამოქვეყნდა:

​"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა პროცესს დააზიანებს. 

უგულავა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ თუ მოლაპარაკებების რაუნდები გაიმართება, პარტიიდან პროცესში სხვა ლიდერი იყოს წარმოდგენილი.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე, უფრო პირიქით. ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ ქართულ ოცნებას, რომ თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები, თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით", - თქვა უგულავამ.

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი ოპოზიციის განხილვის ერთერთი მთავარი თემა მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერები იყო. 

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი