"გამოდი ღირსებისთვის" - აქტივისტები ამ წარწერით საინფორმაციო ბუკლეტებს თბილისში არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ხვალ, 9 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ: "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვადამდელ არჩევნებსა და ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
ჩავალთ მეტროებში, ვაგონებში უნდა დავარიგოთ ეს ფლაერები "გამოდი ღირსებისთვის". ხვალ არის კანცელარიასთან, 3 საათზე აქცია იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ მანიაკი ოჯახი მართავს საქართველოს და ეს უნდა დასრულდეს, - ამბობს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, ნიკა ნარსია.
სამოქალაქო აქტივისტები დღეს, მსვლელობას მართავენ თბილისის ქუჩებში და ყველა გამგეობის შენობასთან წარწერას ტოვებენ "იკა ტრიი, ტრიი, ტრიი". კანცელარიასთან მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხარდამჭერები ავტომანქანებით ორი სხვადასხვა ლოკაციიდან, გლდანიდან და ავლაბრიდან გავიდნენ.