თქვენთვის თუ ჩემი დონე არ არის საკმარისი... - ვოლსკი ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

"თქვენთვის თუ ჩემი დონე არ არის საკმარისი"... - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, სად არიან არჩილ თალაკვაძე და კახი კალაძე და რატომ არ აკეთებენ კომენტარს სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. 

თქვენთვის თუ ჩემი დონე არ არის საკმარისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ... ..მე თუ დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაკომპეტენტური ვარ და სხვადასხვა აზრი გვაქვს ამ საკითხზ. ხვალ აჩიკოც გააკეთებს კომენტარს, სხვებიც გააკეთებენ.. ყველა ერთად ვერ მოვალთ და ვერ დავდგებით ამ ტრიბუნასთან... - ამბობს ვოლსკი. 

ამ კომენტარის გაკეთებიდან მალევე, სატელეფონო ჩანაწერებზე თბილისის მერმა, კახი კალაძემ ისაუბრა. თქვა, რომ: "ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი