დროსტარება და ქორწილები კომენდანტის საათის დროს

გამოქვეყნდა:

ქეიფი და დროსტარება მხოლოდ "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის - ოლიგარქის გუნდი ისევ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს. მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კომენდანტის საათის დროს სახლშია გამოკეტილი, მმართველი პარტიის ლიდერები უპრობლემოდ იკრიბებიან რესტორანში.

ბოლო ასეთი ფაქტი წუხელ მარნეულში მოხდა, სადაც სავალან მირზოევმა და ზაურ დარგალმა ახლობლებთან ერთად რესტორანში დრო გაატარეს. წვეულებას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სავალან მირზოევმა დაკარგა საფულე, იმავე სუფრაზე დაიკარგა მობილური ტელეფონიც. ამ შემთხვევის გამო გამოიძახეს პოლიცია, თუმცა სამართალდამცველებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო არავინ დაუჯარიმებია. 

"რანჩო ვარიანში" კი ქორწილი მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრებისა და მათი ახლობლებისთვის გაიმართა. საყოველთაო შეზღუდვებისა და პანდემიის ფონზე გამართული ეს წვეულებაც კომენდანტიის საათის დროს მოკრივე გიორგი კანდელაკის რესტორანში გაიმართა, სიძე და პატარძალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავები იყვნენ. პოლიცია ფაქტით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ადგილზე "მთავარი არხი" გამოჩნდა.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების" წევრები კომენდანტის საათის დროს ქეიფობენ და წვეულებას მართავენ. 

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი