თუ იმაზეა საუბარი, რატომ გადავეცით მიწა თურქ ინვესტორს, ამ დავაში ვერ შეგყვებით - თურნავა ნამოხვანჰესზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ნამახვანჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართველოს პოსტპანდემიური ეკონომიკის განვითარების საქმეში.

მისივე თქმით, ნამოხვანჰესის გარშემო არსებული დისკუსიაში ვერავის შეჰყვება კამათში იმაზე, თუ რატომ გადაეცა მიწა თურქ ინვესტორს.

"თუ პრობლემა ისაა, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქ ინვესტორს, ამაზე დავაში ვერავის შევყვები, რადგან საუბარია ჩვენს სტრატეგიულ მეზობელზე, ევროატლანტიკური ოჯახის წევრზე, ხოლო თუ იმაზეა დავა, მიწა რატომ გადაეცა საერთოდ ინვესტორს, ამაზე შემიძლია ვისაუბრო", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რატომ არის გადაცემული დიდი ფართობის მიწა უცხოელი ინვესტორისთვის. მისი თქმით, პროექტი დიდია და დიდი ფართობის მიცემას მოითხოვდა. 

"თუ აღმოჩნდება რომ იმაზე მეტი მიწის ფართობია გადაცემული, რაც რეალურად, სჭირდება პროექტის განხორციელებას, ამაზე შეგვიძლია სრულიად ღიად ვისაუბროთ, გამოვყოთ თქვენი ნდობით აღჭურვილი პირები და ვნახოთ, სად არის გადაცემული მიწა იმაზე ჭარბი რაოდენობით, ვიდრე ეს დაშვებულია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ასე არ არის", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

შეგახსენებთ, დღევანდელ განხილვაზე პარლამენტში, მინისტრების მოხსენებას ნამოხვანჰესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან. 

აქვე გეტყვით, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას უკვე სამ თვეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი ნაწილი ღამეს მშენებლობის ადგილზე ათევდა.  მოქალაქეები ამბობდნენ, რომ არ დაუშვებენ  105 მეტრიანი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისს მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს  34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

აქვე გეტყვით, რომ 14 ნოემბერს, პროტესტის 21-ე დღეს, აქციის მონაწილეები პოლიციამ დაარბია. 2021 წელს, გაზაფხულზე, ნამოხვანჰესის პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა და ქუთაისში გადმოინაცვლა, სადაც მას სხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ.

4 მარტს, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა არსებულ შეკითხვას, რაც ნამოხვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობას აწუხებს, პასუხი უნდა გაეცეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამოხვანის ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კვირაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

აქვე გეტყვით, რომ 28 თებერვალს, ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა და  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას და თურქულ კომპანია "ენკას" ორკვირიანი ვადა მისცეს და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ სამშენებლო ტერიტორია უნდა დატოვოს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი