​იმედი მაქვს, ივანიშვილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს შეისმენს - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, მას იმედი აქვს, რომ პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლების შესახებ დიპლომატების მოწოდებებს ივანიშვილი გაითვალისწინებს.

როგორც ბოკუჩავა ამბობს, სხვა შემთხვევაში საერთაშორისო პარტნიორები იძულებული იქნებიან, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდნენ. 

"იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი კი არ მოისმენს იმ ბოდვას, რომელსაც ვისმენთ სხვადასხვა ქართული ოცნების წარმომადგენლისგან, მათ შორის თეა წულუკიანისგან, არამედ შეისმენს იმ კონკრეტულ მოწოდებებს, რომლებსაც აკეთებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. იმიტომ რომ სხვაგვარად, საქართველოს მეგობრები იძულებული იქნებიან, რომ მოწოდებებიდან გადავიდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, ხოლო აღნიშნული შეიძლება ძალიან ძვრად დაუჯდეს პერსონალურად ივანიშვილს",-ამბობს თინა ბოკუჩავა.

საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ღია წერილი გამოაქვეყნეს  და ხელისუფლებას მოუწოდეს, გაათავისუფლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამით პირველი ნაბიჯი გადადგას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი