დეკლარაციის შევსებაზე უარის გამო, თემურ ჯანაშია დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, თემურ ჯანაშია, რომელმაც პარლამენტის მანდატზე უარი თქვა, პარლამენტარისთვის სავალდებულო დეკლარაციის არშევსების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

იმ შემთხვევაში კი თუ ჯანაშია ჯარიმას არ გადაიხდის და დეკლარაციას არ შეავსებს, მის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ჯანაშიას ადვოკატმა ადმინისტრაციული სარჩელი ჯარიმის გაუქმების მოთხოვნით დღეს საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მისი თქმით, ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რომ ჯანაშიამ ბოიკოტზე უარი თქვას.

"ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული დევნა და ქმედებები საიმისოდ, რომ თემურ ჯანაშიამ შეწყვიტოს ბოიკოტი, რასაც ის, რა თქმა უნდა, არ აპირებს. ეს სარჩელი შევა დღეს სასამართლოში. ჩვენ ვიცით, ქართული მართლმსაჯულების პრობლემები, თუმცა იმდენად მკაფიო და ნათელია, თემოს სიმართლე, რომ იმედი გვაქვს საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულება იქნება გაუქმებული",-ამბობს ბექა ბასილაია.

 თემურ ჯანაშია გამოწერილ ჯარიმას არასამართლიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის არ სარგებლობს პარლამენტარის სტატუსით, და შესაბამისად, არ აქვს დეკლარაციის შევსების ვალდებულება.

ამავე თემაზე:

რომ შევავსო, გამოდის, გამოვედი ბოიკოტის რეჟიმიდან - თემურ ჯანაშია დეკლარაციის შევსების შეტყობინებაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი