სტურუა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატია, მან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი პოლიტიკური დაკვეთა იყო.

როგორც ბექა ნემსიწვერიძე განმარტავს, საქმის მოსამართლე, ბიძინა სტურუა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატია და სწორედ ამიტომ მან პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

"ეს იყო პოლიტიკური დავალება. ამ გადაწყვეტილებით, ბიძინა სტურუამ დააკმაყოფილა იმ ხალხის მოთხოვნა, რომლებიც ითხოვდნენ ამ ხალხის დასჯას, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა.

ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ ის არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და ალბათ მალე ვიხილავთ მას ამ თანამდებობაზე"- თქვა ბექა ნემსიწვერიძემ.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა, ვინაიდან სასამართლომ განაჩენი პროკურატურის მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.

"რა თქმა უნდა ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში. სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო",-თქვა პროკურორმა.

 

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, დღეს, 9 მარტს გამოცხადდა. მოსამართლემ 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს. რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს -  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.

ამავე თემაზე:

ვგეგმავთ, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს - არჩილ გაგნიძის ადვოკატი

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი