
თქვენ გგონიათ რამის მომყოლი ვარ?! - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე პარტიის დატოვებას.
დავითულიანი კალაძის წასვლის შესახებ ინფორმაციას "ჭორებს" უწოდებს და ამბობს, რომ ის სიმართლეს არ შეესაბამება.
"თქვენ გგონიათ რამის მომყოლი ვარ?! მე ვიქნები იქ სადაც მიმაჩნია სწორად, რომ ვიყო. ეს აგორებული ჭორები, რომ ვინმე რამეს ტოვებს არ შეესაბამება სიმართლეს",- თქვა ბექა დავითულიანმა.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კახი კალაძე პარტიის დატოვებას აპირებს არც "ქართული ოცნების" სხვა წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ.
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, პირველად 2 დღის შემდეგ, გუშინ, 8 მარტს გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მომდევნო დღეების განმავლობაში გახდება ცნობილი.