
"ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ბერა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება და წერს, რომ ამ ამით ყველას შეუძლია დარწმუნდეს, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა.
"ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით - ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა", - წერს თამარ ტალიაშვილი.
დეპუტატის განცხადებით, "წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაშფოთებელია" და ხლახს ევროპისკენ ჩქარი ნაბიჯით სიარული სურს.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: