ნაცებო, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! ბერა ნამდვილები ერთად ვართ - სამხარაძე

გამოქვეყნდა:

"ბერა ნამდვილები ერთად ვართ" - ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე.

"ნაცებო, როგორც 2012-ში, ისე დღესაც, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! გაგაპარტახათ და ფსკერზე ჩაგიყვანათ, ისე ღრმად, რომ ვერასდროს ამოხვიდეთ.

ბერა ნამდვილები ერთად ვართ", - დაწერა მან. 

9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი