
"მთავარ არხს" არ ვაძლევ ინტერვიუს, ხო კარგად გითხარით" , - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ, "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, ბერა ივანიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
ბოლქვაძემ, ასევე, უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა "ჩანაწერში ტრი გაიგო თუ ანტონი", - "ნახვამდის" გვითხრა მან.
9 მარტს "იმედის" ეთერში ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა. ბერამ მისი, პრემიერ ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერებთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ ვინმე დედამისა და ოჯახს შეეხება პასუხს დღესაც გასცემს და ამის გამო ვერც მის ძმაკაცებს გაამტყუნებს.
ამავე თემაზე: