ევროპარლამენტართა გზავნილები ხელისუფლებას და ოპოზიციას სხვადასხვაგვარად ესმით - შეფასებები დებატების შემდეგ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის პირადი წარმომადგენლის დანიშვნას ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში დროში ემთხვევა უმკაცრესი გაფრთხილებები დასავლელი ექსპერტების მხრიდან. ევროპელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოლაპარაკების მედიაციის პროცესში გაცილებით მეტი უნდა აიღონ თავის თავზე იმ პარტნიორებმა, ვისთვისაც ქართული დემოკრატიის მომავალი მნიშვნელოვანია.

"ევროპა უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით და საკუთარ სტრატეგიულ ამოცანად მიაჩნია ამ კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაში ჩვენი ქვეყნისთვის ხელის შეწყობა. იყო საუბარი პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას, გათავისუფლების შესახებ, ასევე იმაზე, რომ ახალი არჩევნები არის საუკეთესო გზა ამ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად" ,-თქვა სალომე სამადაშვილმა. 

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით კი, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან იმის მიზეზი, რომ მოლაპარაკებები ჯერაც არ არის დაწყებული. 

მოლაპარაკებები აუცილებლად გასამართია და ყველა გზა უნდა გამოინახოს იმისთვის, რომ მოლაპარაკება რეალურად შედგეს. ყველა მხარე უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული, თუმცა სამწუხაროდ, ერთი მხარის მზადყოფნა და ამ შემთხვევაში ხელისუფლების მზადყოფნა არ არის საკმარისი პირობა, რომ მოლაპარაკება აღმოჩნდეს რეალური და შედეგიანი. ოპოზიციის მხრიდან დიდი ნაწილი არ არის განწყობილი მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვისთვის და ყველა ხერხს ხმარობენ იმისთვის, რომ მოლაპარაკება არ გაიმართოს ან გაიმართოს და აღმოჩნდეს უშედეგო ,-თქვა მიხეილ სარჯველაძემ. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა  ბიძინა ივანიშვილის გუნდს ეკისრება და ეს ევროდეპუტატების განცხადებებითაც დადასტურდა.

შეგახსენებთ, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. 

ამავე თემაზე:

ანა ფოტიგა კრიზისიდან გამოსავალს "ახალ, ინკლუზიურ არჩევნებში" ხედავს - დებატები საქართველოზე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი