ანა ფოტიგა კრიზისიდან გამოსავალს "ახალ, ინკლუზიურ არჩევნებში" ხედავს - დებატები საქართველოზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ პროცესის დასარეგულირებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, "რაც, ალბათ, ახალ ინკლუზიურ არჩევნებამდე მიგვიყვანს". 

"დროა, გამოვთქვა ჩემი ღრმა შეშფოთება: 2019 წლის ივნისიდან ჩვენ გვესმოდა ბევრი ცუდი სიახლე თბილისიდან, ერთის გამოკლებით, როცა შედგა 8 მარტის შეთანხმება. ცუდი სიახლეები კი უკავშირდება ბოლო არჩევნებს, ოპოზიციის ოფისში შეჭრას და ოპოზიციის ლიდერის თვითნებურ დაკავებას. იმედი მაქვს პრეზიდენტ მიშელის მედიაციის, ძალიან ვუჭერ მხარს ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევას, რაც ჩვენ უნდა ჩავდოთ ამ პროცესში, რაც ალბათ, ახალ, ინკლუზიურ არჩევნებამდე  მიგვიყვანს", - აცხადებს ევროპარლამენტარი. 

შეგახსენებთ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტარების გზავნილები 9 მარტს ბრიუსელში გამართულ დებატებზე საკმაოდ მკაცრი იყო და მათი უმეტესობა ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების კრიტიკას შეიცავდა. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი