ნარიშკინის განცხადებით გასაგებია, რომ რუსეთს "ოცნების" სახით საქართველოში დასაყრდენი ჰყავს - რუხაძე

გამოქვეყნდა:

რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის განცხადებას საერთაშორისო ექსპერტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ სერგეი ნარიშკინის განცხადების ადრესატი "ქართული ოცნებაა".

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის თქმით, რუსეთს მოსწონს ის მოვლენები, რომლებიც საქართველოში ვითარდება, თუმცა მეორეს მხრივ, საფრთხეს ხედავს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა ხელისუფლება შეცვალოს.

როგორც ის ამბობს, ნარიშკინის განცხადებით, ყველასთვის გასაგები ხდება, რომ რუსეთს საქართველოში "ქართული ოცნების" სახით დასაყრდენი ჰყავს.

"მოსკოვს მოსწონს საქართველოს ხელისუფლება. მოსწონს ის სტატუს კვო და ის მოვლენები, რაც აქ ვითარდება. ასევე ისიც მოსწონს, რომ საქართველო ბოლომდე არ მიდის ევროატლანტიკური მიმართულებით. ის ხედავს საფრთხეს, რომ ოპოზიციამ შეიძლება, ეს ხელისუფლება შეცვალოს და ეს ერთგვარი გზავნილია ქართული ოცნებისთვის, რომ ჩვენ თქვენთან ვართ, ანუ, ოპოზიციასთან ამერიკა და ევროპაა და ჩვენ თქვენთა ვართ და უკან არ დაიხიოთო.

დღეს, უკვე ამ განცხადების მერე ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის რეჟიმს დასაყრდენი ჰყავს საქართველოში ქართული ოცნების სახით",-თქვა გიორგი რუხაძემ.

გუშინ, 9 მარტს რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე, სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის განცხადება გამოქვეყნდა.

ნარიშკინის განცხადებით, ბოლო დროს ვაშინგტონში "ოცნების" მიმართ უკმაყოფილება იზრდება და თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტიის წევრები სრულად არ ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის დაცვის დირექტივას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი