აშშ ღიზიანდება, რომ "ოცნება" ევროატლანტიკურ კურსს სრულად არ მიყვება - რუსეთის დაზვერვის უფროსი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროიდან, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის მართვას შეეჩვია, - ამის შესახებ რუსეთის დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ინფორმაცია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, ბოლო დროს ვაშინგტონში "ოცნების" მიმართ უკმაყოფილება იზრდება და თეთრ სახლში გაღიზიანებული არიან იმის გამო, რომ მმართველი პარტიის წევრები სრულად არ ასრულებენ ევროატლანტიკური კურსის დაცვის დირექტივას.

მისივე თქმით, აშშ ოპოზიციის მხარდაჭერითა და მმართველი პარტიის პოზიციების შესუსტებით, საქართველოში, სისტემური სამუშაოს გატარებას აპირებს.

ამერიკა ოფიციალურ თბილისს აგრძნობებინებს, რომ მათი მომავალი ამერიკის მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. ამერიკის მსგავად, ქართულ ოპოზიციას მხარს ვაშინგტონის ევროპელი პარტნიორებიც უჭერენ, - წერია გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი