აქციებით ვერ შეგვაშინებენ, იძულებულები გახდნენ ისევ დიალოგზე დაეწყოთ საუბარი - სუბარი ოპოზიციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, სოზარ სუბარის აზრით, ევროპარლამენტში საქართველოზე გამართულ მსჯელობაზე ისეთი განცხადებები გაკეთდა, რომ ოპოზიცია იძულებული გახდა საუბარი ისევ დიალოგზე დაეწიო. მისივე თქმით, აქციებით ვერ შეაშიენებენ და იმედი აქვს, რომ დიალოგს ვერ გაექცევიან.

"პირველი, აქციებს შეჩვეული ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ, მეორე, დიალოგი რომ არ უნდათ, ეს კარგად ვიცოდით ისედაც და უბრალოდ გუშინ იძულებულები გახდნენ, დაეწყოთ ისევ დიალოგზე ლაპარაკი, მაგრამ პარალელურად სულ ცდილობენ დაიტოვონ დიალოგიდან გასვლის გზა, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობით ისინი ვერ გაექცევიან დიალოგს და საბოლოოდ მოუწევთ მაინც აღიარონ იმ არჩევნების შდეგები, რომელიც არ გაყალბებულა. რიგგარეშე არჩევნები იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა გაყალბება", - თქვა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მისი მთავარი მიზანი მოლაპარაკებების განახლება იქნება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი