ყოფილი პოლიციელი, კოტე ანანიაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი გახარიას პრემიერობის დროს გადაიყვანეს თანამდებობიდან წავიდა. მან "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო. ანანიაშვილი თანამდებობაზე, გახარიამ 9 თებერვლას, დაახლოებით, 1 თვის წინ დანიშნა.
"გუშინ დავტოვე მე ეს პოზიცია და ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. წარმატებები ბატონ ლერის. ამ ეტაპზე ჯერჯერობით, ვნახოთ. ადმინისტრაციაში არ ვიქნები", - თქვა კოტე ანანიაშვილმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება შიდა ქართლის გუბერნატორის გათავისუფლება, მამუკა საღარეიშვილი თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა. მას არ გაუკეთებია კომენტარი, თუ რას აპირებს მომავალში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ, რომელიც, ასევე, დიდუბის გამგებელი იყო.
ანანიაშვილის პოსტზე დღეს, 10 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ლერი ბარნაბიშვილი დანიშნა. სხვა ცვლილებები კი რაც მთავრობის ადმინისტრაციაში მოხდა, შემდეგია: