ვინ არის რაგბის კავშირის ახლადდანიშნული პრეზიდეტი სოსო ტყემალაძე? - ძალადობრივი არჩევნების შედეგად დანიშნული პრეზიდენტის ერთადერთი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირია.
ოლიგარქთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან მეგობრულ ურთიერთობებს ადასტურებს თავად ტყემალაძე. ის უკვე წლებია, ივანიშვილთან დაკავშირებული პირია, არ არის ოლიგარქის ბიზნესპარტნიორი, თუმცა ცნობილია, რომ მას გარკვეულ რჩევებს აძლევს.
სოსო ტყემალაძემ კი ივანიშვილი სავარაუდოდ ბიძისგან გაიცნო, რომელიც ოლიგარქთან საკმაოდ დაახლოებული პირია - ის დენდროლოგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თემურ ტყემალაძე რამდენიმე წლის წინ ივანიშვილის დაფინანსებით იმყოფებოდა აფრიკაში, სადაც მოინადირა მარტორქა, რომელიც შემდეგ ივანიშვილმა პატრიარქს აჩუქა.
თემურ ტყემალაძე ამბობს, რომ მის ძმისშვილს კავშირი ივანიშვილთან აქვს, თუმცა რაგბის კავშირის პრეზიდენტი მასთან სიახლოვის გამო არ გამხდარა.