მოსკოვიდან საქართველოსთვის უკიდურესად სახიფათო გზავნილის შმდეგ თბილისში, ოცნების გამოკლებით, ყველა თანხმდება რომ რუსეთის დაზვერვის შეფის განცხადება, რომლითაც მოსკოვმა ივანიშვილის გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა, დესტაბილიზაციის პროვოცირებისკენ იყო მიმართული.
მოსკოვი არ მალავს, რომ მზად არის ჩაერთოს ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველა ბერკეტი გამოიყენოს საქართველოსთვის დასავლური ინტერესების გატარებაში ხელის შესაშლელად.
ექსპერტების შეფასებით სერგეი ნარიშკინის განცხადება არის ღია გზავნილი ოკუპანტი სახელმწიფოსგან, რომ მზად არის ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.
რუსეთის დაზვერვის ოფიციალურ საიტზე სერგეი ნარიშკინის განცხადება გუშინ გამოქვეყნდა. რატომ ერევა ოკუპანტი საქართველოს საქმეებში, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი კომენტარი ჩაწერეს და მედიისთვის ატვირთეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც უწყებას განმარტება ვთხოვეთ.
ერთპარტიულ პარლამენტში კი ფიქრობენ, რომ საქართველომ საერთოდ არ უნდა უპასუხოს ამ განცხადებას. ნარიშკინის განცხადების შეფასებისას მმართველ გუნდმა ისრები ისევ ოპოზიციისკენ გადაიტანა.
ამავე თემაზე: