პარტიებს შორის მოლაპარაკება უახლოეს დღეებში გაიმართება - ზალკალიანი

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია შედგეს კონსესუსი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის და პროცესებმა პარალემტში გადაინაცვლოს. მისივე განცხადებით, უახლოეს დღეებში პარტიებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

"უახლოეს პერიოდში გაიმართება, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს კოპლექსიური პროცესია, ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემტიკა რაც არის დღისწესრიგში იქნება სრულად დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოფიციალური მედიატორის გამოგზავნის გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და მისი მთავარი მიზანი მოლაპარაკებების განახლება იქნება. დანიელსონი საქართველოში, სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ ჩამოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი