ჰეითერები, ბულერები - წილოსანი "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი Facebook ჯგუფზე "თავისუფლების გამავრცელებელ საზოგადოებაზე" წერს, რომ მისი წევრები ჰეითერები, ბულერები, ყველაფერზე წამსვლელები არიან. 

"აი ასეთ ღირსეულ სახელქვეშ ამოფარებულ ჯგუფებში ბუდობენ საშიში ადამიანები, ყველაფერზე წამსვლელები, ჰეითერები, ბულერები

მიზანი ნათელი აქვთ, უნდა შეგავიწროვონ, შეურაცგყონ, დაგამცირონ რომ მერე მათი მოსაზრების გარდა არავის აზრი არ ისმოდეს... სტანდარტული მოძალადის ფსიქიკა, რაც უკვე გვინახავს და გამოგვიცდია .. გაგრძელებაა იმ სამარცხვინო წარსულის რაც 2012 წელს ერმა ისტორიას ჩავაბარეთ", - წერს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ამ ჯგუფს უკვე მეორედ მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მოძრაობა "სირცხვილიას" ურჩია დახურული ჯგუფი გაეხსნათ და "მზის შუქი" შეეშვათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი