სამთავრობო მედიაში ასეთი მასალები შემთხვევით არ ხვდება - მელაძე მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

გამოქვეყნდა:

"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ჟურნალისტი, ნოდარ მელაძე ბოლო დღეებში სამთავრობო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მისი და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, სამთავრობო მედიის ეთერში მსგავსი მასალები შეცდომით არ ხდება.

"გუშინ, ტელეკომპანია იმედის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ვრცელი მასალა იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმება ჩემი და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია. მაინტერესებს საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის იყო თუ არა გონივრული ვადა დღეს დილამდე ან ახლა, რომ დაეწყო გამოძიება მისი ქვეყნის მოქალაქის შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით. სამთავრობო მედიის ეთერში ასეთი მასალები შემთხვევით არ ხვდება", - თქვა ნოდარ მელაძემ. 

მისი განცხადებით, მათ ამის პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ და ბოლომდე უნდათ გაანადგურონ ყველა ის ადამიანი, რომელიც რეპორტიორია და პატიოსნად ასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას.

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი