ოპოზიცია ეცდება გამოაგოროს ახალი თემა მოლაპარაკების ჩასაშლელად - სუბარი TV პირველის საქმეზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი "TV პირველის" საქმეს გამოეხმუარა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ეცდება ახალი თემა "გამოაგოროს", რითიც მოლაპარაკების ჩაშლას ეცდება.

"არანირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის, ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, მორიგი ტემპერატურის აწევის მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა. ოპოზიცია ეცდება ეხლა გამოაგოროს რაღაც ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. 

სახლახო დამცველი არის კანონის უზენაესობის ქურუმი და ის ყოველთვის უნდა იდგეს კანონის სადარაჯოზე", - თქვა სოზარ სუბარმა. 

ცოტა ხნის წინ, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

ამავე თემაზე განმარტება გააკეთა პროკურატურამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი