პროკურატურა პირდაპირ სასამართლოში წავიდა, ამის აუცილებლობა არ არსებობდა - საია "ტვ პირველზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პროკურატურის მხრიდან, სასამართლოსთვის მიმართვის იურიდიულ აუცილებელობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს ქმედება წყაროს დადგენის მიზანს ემსახურება.

"პროკურატურა პირდაპირ სასამართოლში წავიდა და ამ აუცილებლობის ელემენტი საერთოდ არ არსებობდა. აქ არის ძალიან საინტერესო ისიც, რომ ითხოვს პროკურატურა არა ჩანაწერების გადაცემას, არამედ მატარებელი ობიექტის გადაცემასაც და კონვერტის გადაცემას. რასთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს, რატომ არის ამ ფორმით მითითებული განჩინებაში ამ ყველაფრის თობაზე. განჭვრეტადობის კუთხითაც საინტერესო არის ეს ყველაფერი და ამასაც, რომ თავი დავანებოთ ეს ყველაფერი შეიძლება მიმართული იყოს არაპირდაპირ წყაროს იდენტიფიცირებისთვის, რაც დაუშვებელია", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი 

დღეს, 11 მარტს, სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ნოდარ მელაძის თქმით, მოსამართლის განჩინებით და პროკურორის შუამდგომლობით ირკვევა, რომ მათ მიზანს არ  წარმოადგენს ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტების მოკვლევა, არამედ ის, რომ პირდაპირი ან ირიბი ხერხებით გავიდნენ წყაროზე.

ამავე თემაზე განმარტება გააკეთა პროკურატურამ, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი