"ქართული ოცნება" ვადამდელი არჩვენების დანიშვნის საფუძველს ისევ ვერ ხედავს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, შესაბამისად არჩევნების შედეგები გადახედვას არ ექვემდებარება. ვადამდელი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია.
ოპოზიციაც და პოზიციაც ახლა შარლ მიშელის ოფიციალურ წარმომადგენელს ელოდება, რომელიც ქვეყანაში უახლოეს დრეებში ჩამოვა და მხარეებს შორის, დიალოგის განახლებაში ჩაერთვება.
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლის შემდეგ ყველა საკითხი ერთდროულად ვერ გადაწყდება, თუმცა დიალოგი აუცილებელია.
ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ ის დაგროვილი თემტიკა რაც არის დღისწესრიგში იქნება სრულად დაფარული და შედეგები მიღწეული პირველივე რაუნდის დროს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის - ამბობს ზალკალიანი
პოლიტიკური სპექტრი, კრისტიან დანიელსონის თბილისში ვიზიტს და მოლაპარაკების განახლებას ელოდება, რადგან მათი თქმით, ეს იქნება კრიზისის განმუხტვის ბოლო შანსი ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე, რომელიც 16 მარტსაა ჩანიშნული.