ბათუმში ორი უკრაინელი მეზღვაურისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის სასამართლო პროცესი განახლდა

გამოქვეყნდა:

ბათუმის სასაქალაქო სასამართლოში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული უკრაინის ორი მოქალაქის, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს. დაკავებულთა ინტერესებს ადვოკატი ბექა ბასილაია იცავს.

დაცვის მხარის მტკიცებით, დაკავებულები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ დაკავებულები ქართული ხელისუფლების მძევლები არიან. მისივე თქმით, ისინი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ, მშვიდობიანი გავლის უფლებით და ეს უფლება ჰქონდა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს. 

შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბერს ღია ზღვაში სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის საფუძველიც გახდეს.

კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი