რომც არსებობდეს, არ აპირებს ტელევიზია გადაცემას - მშვენიერაძე აუდიო ფაილებზე

გამოქვეყნდა:

"ტვ პირველის" იურისტი გიორგი მვენიერაძე ამბობს, რომ ის აუდიო ფაილი რომელსაც პროკურატურა ითხოვს არ არსებობს და რომც არსებობდეს ტელევიზია არ გადასცემდა: - ტელევიზიაში არ არსებობს ის დოკუმენტი, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება და რომც არსებობდეს, ტელევიზია მაინც უარს განაცხადებდა - ამბობს მშვენიერაძე ტელევიზიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

„დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არასკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „ტვ პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს.

გარდა ამისა, მშვენიერაძის თქმით, განჩინებას უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებენ და არც სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გამორიცხავენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი