ეკონომიკა ისტორიულ მინიმუმზე - 1 წელში ქვეყანაში მხოლოდ 9 მილიონი შემოვიდა

გამოქვეყნდა:

მხოლოდ 9 მლნ დოლარი რეალური ინვესტიციების სახით - 12 კალენდარული თვის განმავლობაში- ასეთია ქართული ოცნების ეკონომიკური პოლიტიკის გამაოგნებელი შედეგი ხელისუფლებაში მოსვლის 9 წლის თავზე.

ქვეყნის ეკონომიკას დღეს საქსტატმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი და  თქვა - რომ  შემოსული კაპიტალის ნომინალური ოდენობა  სულ 617 მლნ დოლარი იყო, ანუ იმის ნახევარი - რაც გასულ წელს.

აქედან 561 მლნ რეინვესტიციაა, ანუ ახალი ფული ქვეყანაში არ შემოსულა, უბრალოდ ეს მოგება არსებულმა ინვესტორებმა საზღვრებს გარეთ არ გაიტანეს. კიდევ 47 მლნ დოლარი სავალო ვალდებულებებს მოხმარდა. ანუ გამოდის რომ ქვეყანაში 2020 წლის განმავლობაში შემოსული ახალი კაპიტალის მოცულობა 9 მლნ დოლარს არ აღემატება. 

მაჩვენებელი ბოლო 15 წლის ისტორიული მინიმუმია. შედეგი იმაზე უფრო ცუდია, ვიდრე 2009 წელს, რუსეთის შემოჭრისა და გლობალური კრიზისის დროს.

მომავალი შესაძლოა კიდევ უფრო რთული აღმოჩნდეს. მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის გარეშე ქვეყნის ეკონომიკა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება კლების რეჟიმში.

საინვესტიციო სააგენტოები კი პირდაპირ მიუთითებენ რომ მათი მოლოდინი საქართველოსთან დაკავშირებით უარყოფითია, რის მიზეზადაც პირველად 90-იანების შემდეგ სწორედ პოლიტიკურ გაურკვევლობას ასახელებენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი