შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს ხვდება

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. 

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შეხვედრას დანიელსონის გარდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრება. 

შეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში ჩართვაა. შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება. მას შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და სამოქალაქო წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი