"ევროპული საბჭოს პრეზიდენტის", შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია. შვედი დიპლომატი თბილისში დაახლოებით 2 საათის წინ ჩამოფრინდა. კრიტიან დანიელსონის შუამავლობით მოლაპარკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღეიდან, 11 თებერვლიდან დაიწყება.
"მოხარული ვარ, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში, ვფიქრობ, 3 დღე სრულიად საკმარისი იქნება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობა, ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს მოგვიანებით თქვენთან შევხედრას და საუბარს", - თქვა მან ჟურნალისტებთან.
შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება და შეეცდება დაარწმუნოს მხარეები, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის კომპრომისი აუცილებელია.
კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.