აბსურდია, რომ მთავრობა TV პირველში ან რომელიმე ტელევიზიაში შეჭრას აპირებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სიცრუეა, რომ მთავრობა "TV პირველში" შეჭრას აპირებს. მისი თქმით, არანაირი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს.

"რაც შეეხება TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტეველიზიაში შეჭრას, ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხირდიან, მინდა შევახსენო ჩვენ ოპონენტებს რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არი არის 2007 წელი, როცა მოხდა იმედის დარბევა და შეჭრა იმედში, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულთ 2012 წელს, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღეს, 12 მარტს აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან 6 დღის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დუმილი დაარღვია. ამ თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი