
ლაშა ჩხარტიშვილმა პრემიერს საგანგებო მიმართვა და კარფურში შეძენილი კიტრის ქვითარი გაუგზავნა. ამ ფორმით ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მთავრობის მიერ ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების, კარფურისა და ჯიბის მონოპოლიური ინტერესების ლობირება გააპროტესტა.
ჩხარტიშვილმა გახარიასგან ერთი კვირის განმავლობაში გლეხებისთვის საშვების მათივე სოფელშივე გაცემა და ყველა საცალო და სასურსათო ტიპის ბაზრის გახსნა მოითხოვა.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიური მდგომარეობის დროსაც კი, ვერ და არ თქვეს უარი იმ არაკანონიერ და კორუფციულ შემოსავლებზე, რომლებსაც ისინი იღებენ, მათ შორის სასურსათო ბაზრის მონოპოლიზების გზით. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს ყველა სასურსათო ბაზრის გახსნა, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
მისი მოთხოვნით, უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ რაც შეიძლებმა მეტმა გლეხმა შეძლოს პროდუქციის მოყვანა და ვაჭრობა და ამით ქვეყნის მოსახლეობისათვის პროდუქტის ფასების შემცირება.