„სრულიად ტყუილს და სიცრუეს ავრცელებთ" - ამბობს კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშიორებით, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი შესაძლოა, გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი იყოს.
მსგავსი ინფორმაცია კი არ ვრცელდება, არამედ თქვენ ავრცელებთ, ოპოზიციური მედიასაშუალებები და სიცრუეს ტირაჟირებთ. არჩევნებამდე დარჩენილია შვიდი თვე, თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი არჩევნები, როდესაც შვიდი თვით ადრე წარმოდგენილია კანდიდატი. რა თქმა უნდა, ვიღებთ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, ვინ იქნება სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრი, მერები და ა.შ. ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძლდება" ამბობს კალაძე
მისი თქმით, კანდიდატის ვინაობა ერთი თვით ადრე გახდება ცნობილი
"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატობა ზურაბ პოლოლიკაშვილს შესთავაზა