
პროცესი პოლიტიკურია, ხელისუფლებამ კი უკრაინის მოქალაქეები მძევლად აიყვანა - ასეთია დაცვის პოზიცია უკრაინის ორი მოქალაქისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრის საქმეზე.
გუშინ დაწყებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდა. სასამართლო მტკიცებულებებს იკვლევს და ასევე, ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენს.
"ეს ის მოწმეები არიან, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა დევნის ოპერაციაში, ასევე ის გამომძიებლები, რომლებიც მოქმედებებში მონაწილეობდნენ", - ამბობს პროკურორი ლადო თურმანიძე.
შეგახსენებთ, 2020 წლის 28 ნოემბერს ღია ზღვაში სამი მოქალაქის აყვანა პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალის საფუძველიც გახდეს.
კატარღა საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ იმ დროს დააკავა, როცა იგი, საქართველოს ტერიტორიული წყლების გავლით, უკრაინიდან თურქეთში მიდიოდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე: