
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანის, კახი კალაძის განცადებით, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ "TV პირველში" "შევარდნას" არ აპირებენ. მისი თქმით, ბევრი საკითხი გაზვიადებული იყო.
"კანონის წინაშე ვართ ყველანი თანასწორ უფლებიანი, რაც შეეხება ზოგადად იმ კონკრეტულ საკითხს, რასაც თქვენ მეკითხებით, პირველ რიგში თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულები, რომ გამოძეიბა რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს იმ კონრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით", - თქვა კახი კალაძემ.
ამავე თემაზე დღეს კომენტარი გააკეთა, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ აბსურდია, თითქოს ვინმე TV პირველში შეჭრას აპირებს.