ნამახვანჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა დროებით ჩერდება - თურნავა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის ფარგლებში კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდება. მისი თქმით, პროცესი შეჩერებული იქნება იმ დრომდე, სანამ ხელახალი კვლევები არ ჩატარდება ძირითად საკითხებზე.

მინისტრის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკება აწარმოებს და რამდენიმე შეთანხმება შედგა.

"მიუხედავად იმისა, რომ ნამახვანის პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტი, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა, განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას საბოლოოდ, რაც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას და კვლევების საიმედოობას. ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ - კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული ძირითადი კვლევის გადამოწმებას / ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ეჭვები ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის თქვენი ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს იმაზე საუბარს, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა შესწავლა",- თქვა ნათია თურნავამ. 

მისი განცხადებით, რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას და ისეთ კომპონენტებს, რომლებიც კაშხალსა და წყალსაცავს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი