"ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია აპირებს თუ არა კახი კალაძე გუნდის დატოვებას. ისინი ამბობენ, რომ პარტია კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას მაშინ გააკეთებს როცა ამის დრო იქნება.
"ვიცი, რომ არ აპირებს წასვლას [კალაძე] და თქვენ საიდან იცით, რომ წასვლას აპირებს. მხარს დავუჭერ მის კანდიდატურას, ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგეები არ ჰყავს [გუნდში]" - თქვა დეპუტატმა, დავით კაჭარავამ.
დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ჯერ მომავალი მერის საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა და არ ჰგონია, რომ მას სრული მხარდაჭერა არ ჰქონდეს.
"კახი კალაძე იქნება ერთადერთი კანდიდატურა, თუ ის კვლავ გადაწყვიტავს, რომ იყოს კანდიდატი თბილისის მერობის", - თქვა ყაველაშვილმა.
უმრავლესობის წევლები ამბობენ, რომ თუ კალაძის კანდიდატურას პარტია დააყენებს, ისინი მხარს დაუჭერენ.
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კალაძე გუნდის დატოვებას აპირებს, მერის კანდიდატი კი შესაბამისად, სხვა იქნება.
პოლოლიკაშვილი კალაძის ნაცვლად? - თბილისის მერის პირველი კომენტარი