მელიას დაკავება "ოცნებაში" გადაწყდა, სანამ სასამართლო განხილვა დაიწყებოდა - ადვოკატები კობახიძის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 17 თებერვალს, 5 საათზე მმართველ პარტიაში შეთანხმებული იყვნენ ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ პოზიცია ამის შემდეგ შეიცვალა, იურისტები აღიარებას უწოდებენ.

"გადაწყვეტილება პოოლიტიკურად იყო უკვე მიღებული და სასამართლო არაფერს არ წყვეტდა. ირაკლი კობახიძემ პირდაპირ აღიარა, რომ გადაწყვეტილება დაკავებაზე მიიღო მმართველმა პარტიამ და არა სასამართლომ. მსოფლიოში არსად არ ხდება ასე, რომ პოლიტიკური პარტია ასე აშკარად ერეოდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებაში", - აცხადებენ ადვოკატები. 

ირაკლი კობახიძის განცხადებას დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ გამოეხმაუა"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც:

"ეს ნიშნავს, რომ არა სასამართლომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება და კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითია, რომ ჩვენ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართმსაჯულება. ახლა მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, სანამ პოლიტიკური იქნება მართმსაჯულება ამ ქვეყანაში, არც ინვესტიციები შემოვა, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება და არც დემოკრატია არ განვითარდება ქვეყანაში. აი ამის დასრულება გვინდა და ამიტომაც, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით დაემატა დამატებით პუნქტი სასამართლოსთან დაკავშირებით, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

    შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განცხადება "რუსთავი-2"-ის ეთერში გააკეთა:

    მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა.. ოფისში ნაკლები ადამიანი მივაო - კობახიძე გახარიაზე

    მთავარი 21:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი