გამოძიება ცდილობს, ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გოგონა - მიხეილ რამიშვილი ახალ მოწმეზე

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოწმის მარი შარაშიძის დაკავებით, შესაძლოა, საფრთხე გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახსაც შეექმნას.

მიხეილ რამიშვილის თქმით, გამოძიება ცდილობს, შარაშიძის მიერ მტკიცებულებების გაყალბება მას და ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს დააბრალოს.

"ანალოგიურს განახორციელებს პროკურატურა და ეს ყველაფერი უკვე იქნება თეონადან თამარ ბაჩალიაშვილის დედა დაწყებული, მერე უკვე ჩემზე გადმომისამართებული. ვითომდა ჩვენი მოთხოვნით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული. გამოძიება ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადაფაროს, ყველანაირად ხელი შეგვიშალოს ჩვენ და ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს ეს გოგონა", - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი