73 წლის თამარ გიორგაძე პირველია, ვინც საქართველოში ვაქცინის მისაღებად, სპეციალურ სამედიცინო პორტალზე დარეგისტრირდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის იმუნიზაცია 15 მარტიდან დაიწყება. მისივე თქმით, შეიქმნა სპეციალური პორტალი, სადაც ვაქცინის მიღების მსურველ მედპერსონალს შეუძლია დაჯავშნოს ვაქცინა მისთვის სასურველ ამცრელ ცენტრში.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს დილით შემოვიდა.