"მინდა, მეტი სკანდალურობა შევძინო ამ აღიარებას" - მდინარაძის ირონია კობახიძის აღიარებაზე

გამოქვეყნდა:

მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ ირაკლი კობახიძის ცნობილი აღიარება სხვადასხვაგვარად აღიქვეს. მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის აღიარებაზე ირონიით საუბრობს და აცხადებს, რომ მზადაა, მას კიდევ უფრო მეტი სკანდალურობა შესძინოს. 

"აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს: არათუ იმ დროს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, წინადღეების განმავლობაშიც ვმსჯელობდით ამ თემაზე, ორად ორი ვერსია იყო: ან დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას მოსამართლე, ან არა. ერთერთი ვერსიის შესახებ ვმსჯელობდით, შემდეგ აღსრულებაზეც და არათუ პოლიტსაბჭოს ნაწილზე, უმრავლესობის სხდომაზეც ვმსჯელობდით დღეებით ადრე და ეს სკანდალური აღიარება მინდა დავამატო", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

"არანაირი აღიარებითი ჩვენება არ მოგვისმენია, ძალიან კარგად მოისმინა საზოგადოებამ პარტიის თავმჯდომარის პოზიცია", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი კვლავ აცხადებენ, რომ მოისმინეს ირაკლი კობახიძის აღიარება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ ნიკა მელიას დაკავება ჯერ კიდევ იქამდე, სანამ სასამართლო განხილვა დაიწყებოდა. ამავე აზრზე არიან იურისტები, მათ შორის, ნიკა მელიას ადვოკატებიც. 

ირაკლი კობახიძის აღიარება: 

მელიას დაკავების ორი დღით გადადება უნდოდა.. ოფისში ნაკლები ადამიანი მივაო - კობახიძე გახარიაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი