რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, მედპერსონალის, რიგით მე-18 კარავი დაიდგა. ექიმები საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას 6 მარტს შეუერთდნენ, კარავი კი დღეს, 13 მარტს დადგეს.
აქციის მონაწილე მედიკოსები ამბობენ, რომ კარავი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვისაა განკუთვნილი, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგებიან და მათ სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
პარლამენტთან, ამ დროისთვის, 18 კარავია. სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წევრები იქ ღამეებს ათენებენ და რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.